logo
ENG



ტრამპი: "დიდი ტალღა" ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დაწყებულა

02 მარ 202620:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/02/k8l0ut7rd920vb1.png

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ძირითადი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.

ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები უკვე მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ირანს.

"ჩვენ მათ ძლიერად ვარტყამთ. ვფიქრობ, ოპერაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. ეს ძალიან ძლიერი მოქმედებაა. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ," – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან ძირითადი სამხედრო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

"ჩვენ მათთვის ჯერ სერიოზული დარტყმაც კი არ მიგვიყენებია. დიდი ტალღა ჯერ არ დაწყებულა. მთავარი დარტყმა მალე დაიწყება," – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი სხვა მიმართულებებითაც მოქმედებს, თუმცა უსაფრთხოების გამო დეტალები არ დაუზუსტებია.

"დიახ, ჩვენ ვმოქმედებთ. მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა შენობაში დარჩეს. გარეთ უსაფრთხო არ არის," – განაცხადა ტრამპმა.

 


close დახურვა